Image

"ახალგაზრდა მეუღლე და 8 თვის ბავშვი დარჩა..."- ვინ არის ჭიათურის გარდაცვლილი 29 წლის ბიჭი

image
loading...

29 წლის გაგა ბოჭორიშვილი დევნილი იყო და მაღაროში 2 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ჭიათურაში დარკვეთის მაღაროში გარდაცვლილი მუშა 29 წლის გაგა ბოჭორიშვილია. ახალგაზრდა სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოჰყვა.
პროფკავშირები ადგილზე უსაფრთხოების ზომების დარღვის ვარაუდს გამოთქვამს.

"ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის.

"ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს", – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიგა ბოჭორიშვილი მაღაროში 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. როგორც ირკვევა, გარდაცვკლულილი ტყვარჩელიდან იყო და ჭიათურაში ლტოლვილის დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

გარდაცვლილ მაღაროელს მეუღლე და რვა თვის ბავშვი დარჩა.
ამ დროისთვის მაღაროში მუშაობა შეჩერებულია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.шаблоны для dle 11.2
loading...
18-10-2019, 13:55
-
---
კომენტარები

საინტერესო ამბები
loading...
უცნაური ამბები