Image

„ქურდების“ ომის უცნობი დეტალები - რუსეთის პოლიციამ „დედ ჰასანის“ მკვლელობა გახსნა

image
loading...

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდის", „დედ ჰასანის" (ასლან უსოიანი) მკვლელობის საქმე თითქმის გახსნილია. იდენტიფიცირებულია ამ დანაშაულის როგორც სავარაუდო დამკვეთი, ასევე სავარაუდო შემსრულებელი.

2013 წლის 16 იანვარს ასლან უსოიანი მოსკოვში, რესპორან „სტარი ფაეტონის" წინ ჩაცხრილეს საბჭოთა არმიის სპეციალური დანიშნულების ნაწილებისათვის განკუთვნილი უხმაურო იარაღიდან, ავტომატ „ვალიდან". აღსანიშნავია, რომ გამოძიების ინფორმაციით, უსოიანის მკვლელობისთვის გამოყენებული იარაღი მოსკოვიუს ტაგანკის რაიონის ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს ეკუთვნის. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როსბალტი" იყუწყება გამომძიებლების მიერ გაკეთებული დასკვნების საფუძველზე.
გამოძიება უსოაიანის მკვლელობის სავარაუდო დამკვეთად „კანონიერ ქურდ" მერაბ ჯანგველაძეს (მერაბ სუხუმსკი) მოიაზრებს, რომელსაც მწვავე კონფლიქტი ჰქონდა „დედ ჰასანთან" ამ უკანასკნელის ცხოვრების ბოლო წლებში.
ტაგანკის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის გამოძიებისას აღმოჩნდა, რომ სწორედ მათს ორგანიზაციას ეკუთვნოდა ირაღი, რომლიდანაც უსოიანი ჩაცხრილეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ იარაღით 2009 წელს, მოსკოვში მოკლეს „კრიმინალური ავტორიტეტი" ანდრეი გოლუბევი (სკიფი).
ტაგანსკი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი იგორ ჟირნოკლეევი (ჟირნი) დაკითხვის მსვლელობისას ღიად დაუბრობდა თავის „სანაცნობოზე", რომელიც 1990-იან და 2000-იან წლებში რუსეთის შსს-სა და სპეცსამსახურებში მუშაობდნენ, ასევე საუბრობდა სხვა დანმაშავეების საქმიანობებზე. „როსბალტის" ცნობით, ჟირნოკლეევს აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეუკვეთა უსოიანის მკვლელობა და ვინ იყო შემსრულებელი, მაგრამ არ ამბობს, რადგან ციხეში მოხვედრის შემდეგ „სასიკვდილო განაჩენის" ეშინია.
დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ჩვენებებში ამბობენ, რომ ჟირნოკლეევი ძალიან ხელმომჭირნე ადამიანია, ამიტომ კარგი, მაგრამ უკვე გამოყენებული იარაღის გადადგების უფლებას არავის აძლევდა, „აკონსერვებდა" მათ და ინახავდა.

2009 წელს „კრიმინალების ომი" აქტიურ ფაზაში შევიდა, რა დროსაც ტარიელ ონიანი მერაბ ჯანგველაძესთან ერთად „დედ ჰასანს" დაუპირისპირდნენ. გოლუბევი (სკიფი) „დედ ჰასანის" მხარეს იყო, ჟირნოკლეევისგან განსხვავებით, რომელიც „მერაბ სუხუმსკის" ამუ მერაბ ჯანგველაძეს უჭერდა მხარს. როდესაც „სკიფმა" „ჟირნის" საქმიანობის გარკვევა და მისი პოზიციის დადგენა დაიწყო, „სკიფი" კილერებმა ჩაცხრილეს.
გამოძიება თვლის, რომ „სკიფი" ტაგანკის კრიმინალური დაჯგუფების „შტატიანმა კილერმა", მარატ იანბუხტინმა მოკლა. არსებობს ეჭვი, რომ 2010 წელს „დედ ჰასანზე" განხორციელებული თავდასხმისას, რა დროსაც უსოაიანი მძიმედ დაიჭრა, სწორედ იანბუხტინი იყო მსროლელი. თავად იანბუხტინი ამჟამად 19 წლიან სასჯელს იხდის ციხეში ადვოკატ ნატალია ვავილინას მკვლელობისთვის.
მაგრამ 2012 წლის ბოლოს „ტაგანკის" წევრებმა, ჟირნოკლეევის ბრძანებით, ისევ დაუწყეს „დედ ჰასანს" თვალთვალი, ხოლო იანვარში კი დაგჯუფებიდან ამოღებული იყო ავტომატი „ვალი", რომელიც „სკიფის" ჩაცხრილვისას გამოიყენეს. მაგრამ სიტუაცია აბსოლუტურად საპირისპიროდ შეიცვალა, როდესაც გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ უსოიანის მკვლელი არა ტაგანსკის დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, არამედ უკრაინის სპეცსამსახურების მოქმედი თანამშრომელი იყო, რომელიც სპეციალურად ამ დავალებისთვის დაპატიჟეს მოსკოვში.
„როსბალტის" ინფორმაციით გამომძიებლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ „დედ ჰასანის" მოკვლა მერაბ ჯანგველაძემ „შეუკვეთა", რადგან სამხილები სწორედ ამაზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ იტალიელი კარაბინერების ცნობით, მერაბ ჯანგველაძე იტალიიდან იმ დროს რუსეთის ციხეში მყოფ ტარიელ ონიანს დაუკავშირდა და მოუყვა „დედ ჰასანთან" კონფლიქტის შესახებ, რაზეც მოკლე პასუხი მიიღო: „გაანულეთ ის და ყველა პრობლემა გაქრება".шаблоны для dle 11.2
loading...
20-10-2019, 09:51
-
---
კომენტარები

საინტერესო ამბები
loading...
უცნაური ამბები