Image

წუხელ 12 წლის ბიჭს მატარებელი დაეჯახა - ამ წუთებში ექიმი განცხადებას აკეთებს ბიჭის სიცოცხლეზე...

image
loading...

12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, დასტაბილურდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ექიმმა, არჩილ აგლაძემ განაცხადა.

მოზარდს ამ დროისთვის ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

„პაციენტი შემოყვანილია 21 ოქტომბერს, 15:00 საათზე. ლიანდაგზე გადასვლისას დაეჯახა მატარებელი. შემოსვლისას მდგომარეობა იყო მძიმე. აღენიშნებოდა ზურგის მიდამოში მრავლობით ჭრილობა. ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. გამოვლინდა ქალა-ფუძის მოტეხილობა, მცირე ზომის სისხლჩაქცევები მარცხენა საფეთქლისა და კეფის მიდამოში. თავის ტვინზე მნიშვნელოვანი კომპლექსური ან დისლოკაციური ცვლილებები არ ვლინდებოდა. ჭრილობებზე ჩატარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება. უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. განაგრძნობს მკურნალობას. მისი მდგომარეობა დასტაბილურებულია. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ექიმმა.шаблоны для dle 11.2
loading...
22-10-2019, 08:39
-
---
კომენტარები

საინტერესო ამბები
loading...
უცნაური ამბები