Image

"ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა..." - ახლახანს 12 წლის ბიჭს მატარებელი დაეჯახა :'(

image
loading...

12 წლის ბიჭს, რომელსაც მეტრო „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზეა.

არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის კლინიკაში, გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული

„ბავშვი იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. აღენიშნება ექსკორიაციები ხელზე და სახის არეში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა" - აღნიშნა ექიმმა.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი სკოლიდან ბრუნდებოდა და ის მარტო იყო. ბიჭი ქვეითთა ბილიკს მიჰყვებოდა და ლიანდაგის გადაჭრა ვერ მოასწრო. თვითმხილველთა თქმით, მემანქანე დიდი ხნის განმავლობაში აძლევდა საყვირს, მატარებლის სვლაც შეანელა, მაგრამ შეჯახების თავიდან არიდება ვერ შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდიბარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.шаблоны для dle 11.2
loading...
22-10-2019, 10:28
-
---
კომენტარები

საინტერესო ამბები
loading...
უცნაური ამბები