Image

"სასწრაფოდ... ვინც ოქტომბერს ჩააბარეთ სისხლი გთხოვთ ანალიზი ხელმეორედ ჩაიტარეთ... ახლა ჩემი სისხლის ანალიზით დარწმუნებული ვარ სხვას მკურნალობენ..."

image
loading...

ადვოკატმა, ნათია ჩხეტიანმა, "ალიას" მოგვაწოდა, ორი ანალიზის სკანდალური შედეგი - შუალედი რამდენიმე დღეა

ამ ჰორმონის განსაზღვრით დგინდება, ორსულობა და გარე ორსულობა.

პაციენტს, რომელსაც "მეგალაბში" უთხრეს, რომ ჰორმონი, რომელიც ფეხმძიმობის განმსაზღვრელია - არ აქვს მომატებული და ამ ანალიზის საფუძველზე, ექიმმაც ამოისუნთქა, რომ არ გადაემოწმებინა ანალიზი, ფატალური შედეგი დადგებოდა, გარეორსულობა დაუდგინდა, ნაყოფი შეიძლებოდა გამსკდარიყო და ოჯახი დამდგარიყო გამოუსწორებელი ფაქტის წინაშე.

პაციენტი საოპერაციოა და სასწრაფოდ გაუკეთდება ოპერაცია, გვთხოვა, გავავრცელოთ ანალიზის ჩაბარების დრო, რადგან - დარწმუნებულია, რომ მისი ანალიზის პასუხით, სხვას მკურნალობენ:

"დარწმუნებული ვარ, სისხლის ნიმუშებია არეული, სხვა ვარიანტს ვერ ვხედავ, რადგან, სისხლი რომ ამიღეს, ანალიზისთვის თბილისში გადმოაგზავნეს კლინიკაში. ჩემი დიაგნოზით, ყველა ვარიანტში უნდა მქონოდა ჰორმონის დონე აწეული. ეს იყო ანალიზი, რომლის პასუხსაც ველოდით დიაგნოსტირებისთვის, რადგან ექოსკოპიით ვერ დადგინდა. სწორედ, ამ ანალიზის პასუხით გამორიცხა ექიმმმა გარეორსულობა. თუმცა, ვერ მოვისვენე და გადავამოწმე. საქმეზე მომიწია თბილისში ჩამოსვლა და მაინც მივედი და ბარემ გადავამოწმე. ახლა იმაზე ვფიქრობ, ვის მკურნალობენ ჩემი სისხლის ნიმუშით მიღებული ანალიზის პასუხებით. მით უფრო, რომ როცა ანალიზი ავიღე, ჩემს წინ და შემდეგ, მოზარდები იდგნენ რიგში"

ქუთაისში, კლინიკა "მეგალაბში" 11 ოქტომბერს, ვინც ჩააბარა სისხლის ანალიზი და ცუდი პასუხი მოუვიდა, ან შეუსაბამო - პაციენტი, რომლის სახელსაც არ ვაჟღერებთ, გთხოვთ, ანალიზი განმეორებით ჩაიტაროთ და გადაამოწმოთ.шаблоны для dle 11.2
loading...
23-10-2019, 10:28
-
---
კომენტარები

საინტერესო ამბები
loading...
უცნაური ამბები