Image

„ჯერ მოკლეს და შემდეგ ავარიის სცენა მოაწყვეს...“ - რა ჩაიდინა 18 წლის თორნიკე მერაბიშვილმა, რომელიც ასე სასტიკად გაიმეტეს?

image
loading...

ვინ მოკლა და რა ვითარებაში დაიღუპა 2018 წლის 6 ივლისს 18 წლის თორნიკე მერებაშვილი ჯერ კიდევ უცნობია. ოჯახმა სიმართლის დასადგენად ცხედრის ექსჰუმაცია მოახდინა და ხელახალი ექსპერტიზა ჩაატარა. ოჯახი ახალ დასკვნას ასაჯაროებს და ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამდე, ახალგაზრდა დაჭრილი იყო და 112-ში თავად დარეკა.
თორნიკე მერებაშვილის მშობლები უკვე წელიწადზე მეტია ამტკიცებენ, რომ ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ ცხედარი სხვაგან წაიღეს და დანაშაულის დაფარვის მიზნით, ტრასაზე ისეთ ადგილას დატოვეს, რომ მძღოლებს ვერ შეემჩნიათ და უკვე გარდაცვლილის დაზიანება ავტომობილით მომხადარიყო. ამით კი ავტოავარიის ინსცენირება გაეთამაშათ.
სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბიჭი შველას ითხოვს და ამის აუდიო ჩანაწერიც არსებობს. მერაბაშვილი დახმარებისთვის რეკავს და ამბობს, რომ დაჭრილია, სასწრაფო დახმარების ბრიგადას ითხოვს. ამ კომუნიკაციიდან რამდენიმე წუთში კი მერებაშვილი გარდაიცვალა.
თორნიკე მერებაშვილის მამა „რეზონანსთან“ ყვება, რომ მას თანასოფლელებმა სულ სხვა ვერსია მოუყვეს და რეალურად მერაბაშვილი მისმა თანატოლებმა ცივი იარაღით მოკლეს. ახალგაზრდას ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული და შემდეგ სხეულზე თრევის შედეგად დაზიანებები აღენიშნება. გარდაცვლილის მამა მერაბ მერაბაშვილი ამბობს, რომ გამოძიება რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს და საქმის ირგვლივ გამოძიება სიმართლის დასადგენად არ წარმართულა. მამას ეჭვებს ის გარემოებაც უმყარებს, რომ საქმეში დიდი ზომის დანა დევს, რომელიც გამოძიებამ ცხედრის სიახლოვეს ნახა.
ექსპერტიზითაც დადასტურებულია, რომ ცივ იარაღზე გარდაცვლილის სისხლია. სავარაუდოდ, ამ საგნით მიაყენეს მძიმე ჭრილობები 18 წლის მერებაშვილს თავის არეში, რის გამოც მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ 50 წლის მამაკაცი დააკავა. მას ბრალად ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ედება.
გამოძიების ცნობით, ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ პირს - თორნიკე მერებაშვილს შეეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ოჯახი გამოძიების ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მკვლელობა სრულიად სხვა პირმა ან პირებმა ჩაიდინეს, რომელთა დადგენაზე გაამოძიებას თავი არ შეუწუხებია.

მერაბ მერებაშვილი გორში ჩასულ პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა და მას საქმის პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა. მერებაშვილი აცხადებს, რომ არაერთი საეჭვო გარემოების მიუხედავად პროკურატურამ სასამართლოში საქმე წაიღო. გამოძიება კი აბსურდს ამტკიცებს, რომ 18 წლის ბიჭს დაახლოებით ხუთტონიანმა ტრანსპორტმა ისე გადაუარა, სხეულზე შესაბამისი კვალი არ დატოვა. ამ საქმეზე სწორედ ის მძღოლია დაკავებული, რომელმაც გზაზე უცხო მამაკაცის პოვნის შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოიძახა. ოჯახი ამბობს, რომ 18 წლის თორნიკე, სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილი იპოვა.
„ბავშვს თავი ჰქონდა გაჩეხილი და ნათრევი იყო. ამხელა ხუთ ტონიან ავტომობილს რომ გადაევლო, წარმოგიდგენიათ მისგან რაღა დარჩებოდა? მკვლელობის ადგილიდან სპეციალურად წაიღეს უკვე გარდაცვლილი და ავტომაგსიტრალზე დააწვინეს, რათა ავარიის ინსცენირება მოეხდინათ“, - ამბობს გარდაცვლილის მამა.
მერებაშვილი „რეზონანსთან" ყვება, რომ მისი 18 წლის შვილი სოფელში თანატოლებს შორის გარჩევას ემსხვერპლა. დაჭრილმა ახალგაზრდამ სახლში წამოსვლა თავად სცადა, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა. დაჭრილმა ღამე ბიძაშვილს დაურეკა და დახმარება სთხოვა, უთხრა, რომ დაჭრილი იყო და შველა სჭირდებოდა. მანვე ღამის საათებში სასწრააფო დახმარება თავად გამოძახა და განაცხადა, რომ დაჭრილი იყო.
„მე რა ინფორმაციაც მაქვს და რასაც მიყვებიან, ორი სოფლის გზაგასაყარზე მოზარდებს შორის კამათი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ჩემს შვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს.
„გარდაცვალების მიზეზი, ოფიციალური ვერსიით, ავტოკატასტროფა გახდა, თუმცა გარდაცვლილს არანაირი ავარიის ნიშნები არ ჰქონდა სხეულზე. თავად დარეკა სასწრაფოში, განაცხადა, რომ დაჭრილი იყო და შველას ითხოვდა. სისხლისგან არის დაცლილი. ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
„მომხდარიდან რამდენიმე საათში ბავშვს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავუტარეთ. სპეციალისტმა დაასკვნა, რომ მერებაშვილს მანქანის დაჯახების არანაირი კვალი არ ჰქონდა. პოლიციას სრულ უნდობლობას ვუცხადებთ. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიცია დანაშაულის დაფარვის მიზნით, ფაქტებს აყალბებს. ახლაა კი გვამის ექსჰუმაცია გავაკეთეთ და ახალი დასკვნა გვაქვს, რომლის მიხედვითაც თორნიკეს თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული", - აცხადებს მერებაშვილი „რეზონანსთან".
მისივე ინფორმაციით, ყველაფერ ამას წინ უძღოდა კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის ერთ ოჯახში გამართულ წვეულებაზე. როგორც ამ ოჯახის უფროსმა გარდაცვლილის მამას უთხრა, ვახშამზე მისული მერებაშვილი გარდაცვლილი შეყვარებულის სადღეგრძელოს ამბობდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდებმა მას არ მოუსმინეს და კონფლიქტიც ამას მოჰყვა. ჩხუბი კი, მისი აზრით, სახლის გარეთაც გაგრძელდა, როცა მისი შვილი ცივი იარაღით დაჭრეს.
წყარო: რეზონანსი
шаблоны для dle 11.2
loading...
24-10-2019, 11:47
-
---
კომენტარები

საინტერესო ამბები
loading...
უცნაური ამბები