Image

"ძმას და რძალს 10 წელი ზედ გადავყევი, რომ ვუთხარი ფულს ვეღარ გამოგიგზავნი ბინისთვის უნდა შევაგროვოთქო, ძმამ მითხრა, შენ ბო­ზო­ბა მოგნ­დო­მე­ბია, აქ ჩა­მოს­ვ­ლა არ გა­ბე­დოო... ბოლოს კი იცით რა ქნა.."

image
loading...

39 წლის მაია, რო­მე­ლიც მე­ცა­მე­ტე წე­ლი­წა­დია, ემიგ­რან­ტია და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში მუ­შა­ობს, სა­ერ­თო ნაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და­მი­კავ­შირ­და და მთხო­ვა, მი­სი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლის შე­სა­ხებ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ფურ­ც­ლებ­ზე და­მე­წე­რა.

მაია:
- ადა­მი­ა­ნი, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე უნ­და იყო მარ­თა­ლი და ამ მხრივ, სუფ­თა მაქვს სინ­დი­სი. თუმ­ცა, მა­ინც მტკი­ვა გუ­ლი, რო­ცა ნაც­ნო­ბე­ბი მი­კავ­შირ­დე­ბი­ან და მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ: პა­ტი­ო­სან გო­გოდ გიც­ნობ­დით და შე­ნი კარ­გი დედ-მა­მის სა­ხე­ლი ისე რო­გორ შე­არ­ცხ­ვი­ნე, რომ შენს ძმას შე­ნი ხსე­ნე­ბაც აღარ უნ­დაო?..
უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ანს თა­ვის მარ­თ­ლე­ბა არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა. თა­ნაც, ბიბ­ლი­ა­ში მაქვს ამო­კითხუ­ლი: ნუ და­ი­ფი­ცებ, რად­გან ვი­საც შე­ნი არ სჯე­რა, ის არც ფი­ცით და­გი­ჯე­რებ­სო. მაგ­რამ თუ ჩე­მი ძმა ცდი­ლობს, ჩირ­ქი მოს­ცხოს ჩემს სა­ხელ­სა და ცხოვ­რე­ბას, მე რა­ტომ არ უნ­და და­ვა­ნახ­ვო ყვე­ლას მი­სი და მი­სი ცო­ლის ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე?!

მა­მა ად­რე გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა. დე­და ექ­თა­ნი იყო და ისე გაგ­ვ­ზარ­და, არა­ფე­რი გვაკ­ლ­და, მაგ­რამ ჩემ­მა ძმამ ჩვიდ­მე­ტი წლის ასაკ­ში შე­ირ­თო ცო­ლი, ერთ წე­ლი­წად­ში ბავ­შ­ვი შე­ე­ძი­ნათ და თა­ვის გა­ტა­ნა უკ­ვე ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და. მე­ტი გზა არ იყო და გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­მუ­შა­ოდ საზღ­ვარ­გა­რეთ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. იმა­ზე აღარ მო­გიყ­ვე­ბით, რა ტან­ჯ­ვით ჩა­მო­ვაღ­წიე უცხო ქვე­ყა­ნა­ში და რამ­დე­ნი დამ­ცი­რე­ბა გა­და­ვი­ტა­ნე, ვიდ­რე ენას ვის­წავ­ლი­დი და სტა­ბი­ლურ სამ­სა­ხურს ვი­შო­ვი­დი. რა­საც ვშო­უ­ლობ­დი, ჩე­მი ძმის სა­ხელ­ზე ვგ­ზავ­ნი­დი. არც მას და არც მის ცოლს არა­სო­დეს უმუ­შა­ვი­ათ. არა­და, ბევ­რ­ჯერ ვუთხა­რი ჩემს ძმას, სხვას თუ ვე­რა­ფერს მო­ი­ფიქ­რებ­და, ჩე­მი ნა­ყი­დი მან­ქა­ნით "ე­ტაქ­სა­ვა" და საჭ­მ­ლის ფუ­ლი მა­ინც შე­ე­ტა­ნა ოჯახ­ში: იმ­დე­ნი "ტაქ­სი" მოძ­რა­ობს, რომ ვე­რა­ფერს ვი­შო­ვი, მხო­ლოდ მან­ქა­ნას გავ­ც­ვე­თო!

ათი წე­ლი­წა­დი მო­ნურ სამ­სა­ხურ­ში გა­ვა­ტა­რე და "კა­პი­კიც" არ შე­მი­ნა­ხავს ჩემ­თ­ვის. ორი წლის წინ, დე­დას ინ­სულ­ტი მო­უ­ვი­და და მძი­მედ იავად­მ­ყო­ფა. დე­ი­და ად­გა თავს და იმან მითხ­რა, რაც ხდე­ბო­და: შენს რძალს ერ­თი ღა­მეც არ გა­უ­თე­ვია დე­და­შე­ნის­თ­ვის და მგო­ნი, არც გა­უ­ხარ­და მი­სი გა­დარ­ჩე­ნა. გა­გიკ­ვირ­დე­ბა, ისე აგ­დე­ბუ­ლად ექ­ცე­ვა მწო­ლი­ა­რეს. ვატყობ, თუ ფულს არ გა­მო­უგ­ზავ­ნი, შენც შე­გი­ძუ­ლე­ბენ და ზედ­მე­ტი აღ­მოჩ­ნ­დე­ბი. ამი­ტომ, ჭკუ­ას მო­უხ­მე და სა­ნამ მუ­შა­ო­ბა შე­გიძ­ლია, ფუ­ლი და­აგ­რო­ვე, რომ აქ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ბი­ნა იყი­დო და დე­და­საც მი­ხე­დო, თო­რემ და­მი­ჯე­რე, შე­იძ­ლე­ბა, სახ­ლ­შიც არ შე­გიშ­ვა­ნო...
ავად­მ­ყო­ფი დე­და მან სო­ფელ­ში წა­იყ­ვა­ნა და მე­ო­რე წე­ლი­წა­დია, დე­ი­და უვ­ლის. ჩე­მი ძმა და რძა­ლი არც კითხუ­ლო­ბენ მის ამ­ბავს და მივ­ხ­ვ­დი, მეც უნ­და მივ­ხე­დო თავს! შე­ვატყო­ბი­ნე, რომ ბი­ნის­თ­ვის და­ვიწყე ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა და მათ ვე­ღა­რა­ფერს გა­ვუგ­ზავ­ნი­დი. რომ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ისე­თი დღე და­მა­ყა­რა ძმამ. და­მი­რე­კა და მლან­ძღა უკა­ნას­კ­ნე­ლი სიტყ­ვე­ბით: შენ ბო­ზო­ბა მოგნ­დო­მე­ბია, ვატყობ და იმი­ტომ გინ­და ცალ­კე ცხოვ­რე­ბა. აქ ჩა­მოს­ვ­ლა არ გა­ბე­დოო...

თა­ვის მოკ­ვ­ლა მინ­დო­და, ისეთ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნა ძმის უსა­მარ­თ­ლო­ბამ და უმა­დუ­რო­ბამ. ისევ დე­დის ხათ­რით ჩავ­ყ­ლა­პე წყე­ნა და გა­ვაგ­რ­ძე­ლე მუ­შა­ო­ბა. დე­დის წამ­ლის ფულს დე­ი­დას ვუგ­ზავ­ნი­დი და მა­საც მი­უ­ვარ­და თურ­მე ჩე­მი ძმა, სა­ცემ­რა­დაც გა­უ­წე­ვია ქა­ლის­კენ: შენ აურიე ჩემს დას გო­ნე­ბა და მი­სი ფუ­ლით შენს ზარ­მაც შვი­ლებს არ­ჩე­ნო... არა­და, ჩე­მი ორი­ვე დე­ი­დაშ­ვი­ლი ჩემ­ზე ად­რე ჩა­მო­ვი­და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში და თა­ვად არ­ჩე­ნენ დე­და­საც და თა­ვი­ანთ ოჯა­ხებ­საც...
თურ­მე, ძმა "თავს მჭრის": გა­ბოზ­და და საყ­ვარ­ლებს ინა­ხავს, ამი­ტომ ვერ იმე­ტებს ფულს ჩე­მი შვი­ლე­ბის­თ­ვი­სო...
ენას ძვა­ლი მარ­თ­ლა არ ჰქო­ნია...

მი­სი ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად რომ არ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და, გავ­თხოვ­დე­ბო­დი და ახ­ლა მოზ­რ­დი­ლი შვი­ლე­ბი მე­ყო­ლე­ბო­და. 37 წლის ქა­ლი მარ­ტო ვარ და არა­ვინ იცის, მო­ვეს­წ­რე­ბი თუ არა რა­მეს. დე­დის ავად­მ­ყო­ფო­ბამ კი­დევ დრო­ზე გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა სი­მარ­თ­ლე, თო­რემ ჩე­მი ძმა და რძა­ლი სახ­ლ­შიც აღარ შე­მიშ­ვებ­დ­ნენ წლე­ბის შემ­დეგ, უკ­ვე მო­ხუც­სა და და­უძ­ლუ­რე­ბულს... ახ­ლა ბი­ნის ფულს მა­ინც ჩა­მო­ვი­ტან, რომ დე­და­საც მივ­ხე­დო და არც თა­ვად დავ­რ­ჩე ქუ­ჩა­ში, უმა­დუ­რი ახ­ლობ­ლე­ბის პატ­რო­ნი...
თურ­მე, ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­საც არ უნ­და გა­დაჰ­ყ­ვე. ყვე­ლას მა­ნამ­დე სჭირ­დე­ბი, სა­ნამ შენ­გან სარ­გე­ბელს ელი­ან და კარ­გი იქ­ნე­ბა, ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სხვა ქა­ლე­ბი მა­ინც თუ ის­წავ­ლი­ან ჭკუ­ას.
шаблоны для dle 11.2
loading...
2-11-2019, 22:41
-
---
კომენტარები

საინტერესო ამბები
loading...
უცნაური ამბები