Image

"ილია მეორეს ფოტო ჩემს კელიაში დიდი ხნის წინ ჩამოიხსნა, იცით რატომ..." - იღუმენია თამარ გამყრელიძე

image
loading...

მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის უკვე ყოფილი წინამძღვარი იღუმენია თამარ გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ფოტო დედათა მონასტერში მან პირველმა ჩამოხსნა. „ყველა მონაზონმა ინდივიდუალურად გადაწყვიტა, თავის კელიაში ჰქონოდა თუ არა კერპის ფოტო, ჩემთან დიდი ხნის წინ ჩამოიხსნა”-აცხადებს იღუმენია თამარა გამყრელიძე

,,მე ვტოვებ ეპარქიას, მივყვები ჩემს სულიერ მოძღვარს. დღეს წმ. ნინოს დედათა მონასტერში იყო დედათა შეკრება. მათ ერთსულოვნებით გამოარჩიეს ახალი წინამძღვარი და მე კი დავტოვე ჩემი წინამძღვრობა. ის გახლავთ მონაზონი სოსანა ბოლქვაძე. სამი წელია, რაც ციანიდის ამბავი დაიწყო, ვიცით აბსოლუტურად ყველაფერი. სხვა ეპარქიებიდან და საპატრიარქოსგან განსხვავებით, ჩვენს ეპარქიაში ჩვენი მღვდელმთავარი არასოდეს არ მალავდა არაფერს და ყველა ჩვენს კითხვაზე ჰქონდა პასუხი. ჩვენ ყველაფერი ვიცოდით და ერთი განწყობა გვქონდა. დედები აგრძელებენ მოღვაწეობას და არ აპირებენ უკანონო გადაწყვეტილებების ე.წ მორჩილებების აღსრულებას- განაცხადა დედა თამარმა.
шаблоны для dle 11.2
loading...
3-11-2019, 15:19
-
---
კომენტარები

საინტერესო ამბები
loading...
უცნაური ამბები