მოულოდნელი ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ის
12.05.2019 61 890 0 admin

მოულოდნელი ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ის

---

რამდენიმე თვიანი გაუჩინარების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ისევ გამოვიდა მზის სინათლეზე. მისი ხშირი გაელვება მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს და კიდევ სხვა მიზეზებს უკავშირდება.“ქართულ ოცნების” კულუარებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მათი ლიდერი შესაძლოა პრემიერად დაგვიბრუნდეს.
ამის შესახებ პირველი ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, როცა ბესელიამ და კამპანიამ “ოცნებას” დაუძაბეს და პარტიიდან მათი წასვლა-არწასვლის საკითხი აქტიურად განიხილებოდა.
მმართველ პარტიაში შექმნილი კრიზისი არც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს გამოჰარვიათ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პირველ მეოცნებეს დღემდე ხვდებიან.
მართალია, მმართველი პარტია გვიმტკიცებს, რომ ივანიშვილი ქვეყნის მართვაში არ ერევა, მაგრამ დასავლეთს ამ ზღაპრების არ სჯერა.
დასავლეთისთვის არაფორმალური მმართველობის სტილი კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ მათ არაერთხელ სთხოვეს მთავარ მეოცნებეს პრემიერის პოსტზე დაბრუნება.
ეს თანამდებობა ოფიციალურად მამუკა ბახტაძეს უკავია, მაგრამ ის რომ პრემიერი არაა, ამას ყველა ხვდება. მთავრობის მეთაური კვლავ ივანიშვილია, მაგრამ მას ამის გაოფიციალურობა არ სურს.
როგორც “ოცნების” კულუარებში ჰყვებიან, ივანიშვილი ჩვენს პარტნიორებს დაპირდა, რომ მთავრობის მეთაურის პოსტზე ისეთ ადამიანს წარადგენდა, რომელიც რეალურად შეასრულებდა პრემიერის ფუნქციას.
მთავარ მეოცნებეს პრემიერის პოსტზე კარგა ხანია რაც გახარია ჰყავს შერჩეული. გარდა იმისა, რომ ის სხვა მეოცნებეებზე უფრო სერიოზულია, გახარია ერთადერთია, ვისაც “ოცნების” მამა და ქვეყნის არაფორმალური მამა ენდობა.
გახარიას კანდიდატურა დასავლეთმა არ მიიღო. მას წარმატება არც ამერიკულმა ვოიაჟმა მოუტანა, სადაც შს მინისტრი ერთგვარ გასაუბრებაზე იყო.
დასავლეთს მისი რუსული წარსულის ეშინია. და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მისი გაპრემიერება არ სურთ.
“ოცნების” კულუარებში ამბობენ, რომ ივანიშვილს სულ მცირე სამჯერ უთხრეს უარი შს მინისტრის გაპრემიერებაზე. ბოლოს კი მას კატეგორიულად მოსთხოვეს, თავად დაიკავოს მთავრობის მეთაურის პოსტი.
დანებდება თუ არა მთავარი მეოცნებე დასავლეთის ნებას, ამას მომავალი გვაჩვენებს. გაპრემიერების მიმართულებით მან რაღაც ნაბიჯები უკვე გადადგა.
გახარია დაინიშნა უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, კანონმდებლობით ეს ფუნქცია პრემიერმა უნდა შეასრულოს. მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ეს ივანიშვილის გათვლაა – ძალოვანებს შს მინისტრი გააკონტროლებს, თავად კი თუ პრემიერობა “შეეტენა”, მხოლოდ ეკონომიკური საკითხები ექნება მისახედი.
2013 წელს, როცა პოლიტიკიდან მიდიოდა, მთავარმა მეოცნებემ დაგვიბარა, თუ საქმე ძალიან ცუდად იქნა, დავბრუნდებიო.
პოლიტიკაში გასული წლის მაისში შემობრუნდა. ამას ვითარება არ გამოუსწორებია. “ოცნების” მაგინებელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. ამის წამალი კი ბიძინაა. პრემიერად ის უნდა დაბრუნდეს. ქვეყანას შეიძლება ამან არ არგოს, მაგრამ პარტიის გადარჩენისთვის ასეა საჭირო.
თან არ დაგავიწყდეთ, წინ საპარლამენტო არჩევნებია.

წყარო akhalitaoba.ge ​​​​
Комментарии (0)
Добавить комментарий